среда, 8 января 2014 г.

ტრენინგის
წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:   ტრენინგი: ,,გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში’’
მოდული: ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები


Ø  ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Ø  ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქუთაისის მასწავლებლის სახლი, ნიკეას ქუჩა, მოდულის საათობრივი განაწილება: 4 დღე, დღეში -5 საათი, 20 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი
ü სამუშაო შეხვედრის მიზანი  და  ამოცანები:    

1.      მასწავლებლები გაეცნობიან და გაანალიზებენ მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების, მოსწავლეების მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო  მეთოდებსა და სტრატეგიებს

ü რეზიუმე:


           
 ტრენინგის ,,შეფასება''
წერილობითი ანგარიში

ღონისძიების დასახელება:   ტრენინგი: ,,გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში’’
მოდული #4: შეფასება


Ø  ჩამტარებელი ორგანიზაცია:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Ø  ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქუთაისის მასწავლებლის სახლი, ნიკეას ქუჩა, მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში -5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი
ü სამუშაო შეხვედრის მიზანი  და  ამოცანები:    

1.      მასწავლებლები გაეცნობიან და გაანალიზებენ შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს
2.      ისწავლიან შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენას, უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირებას კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით

ü რეზიუმე:
          ტრენინგი ჩატარდა 2013 წლის 12-13-14 აპრილს ქუთაისის მასწავლებლის სახლში. ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, ქალბატონი ნინო ხურციძე-კაშია. მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლების სქემაში ჩართული მასწავლებლები. ტრენინგი მიმდინარეობდა 3 დღეს (დღეში 5 საათი, სულ: 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი). მეცადინეობა მიმდინარეობდა საინტერესოდ. ანგარიშს თან ახლავს სატრენინგო მასალები, რომელშიც მოთავსებულია სამივე დღის განრიგი.
          ტრენერი გვესაუბრა შეფასების სახეებზე, პიგმალიონის ეფექტზე, ინტერვიუზე, სწავლების მოტივაციის ამაღლების შინაგან და გარეგან ფაქტორებზე, წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებზე, ანალიტიკურ და ჰოლისტურ შეფასების სქემებზე, ვიმსჯელეთ და სხვადასხვა კრიტერიუმებით შევაფასეთ მასალებში მოცემული ნაშრომები.
          ქალბატონმა ნინომ ყურადღება გაამახვილა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: მოსწავლის ნაწერის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასებაზე, თუ როგორ უნდა დაკკვირდეს მასწავლებელი მოსწავლეს, გააკეთოს ჩანაწერები, შენიშვნები... როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს თავიანთ ნაშრომებზე დაკვირვება, თვითშეფასება და თანაშეფასება.
          ვმუშაობდით როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. პრეზენტაციები ძალიან საინტერესოდ და ეფექტურად მიმდინარეობდა.
         

ღონისძიების  მნიშვნელოვნების  დასაბუთება:
     ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მოდულზე დასწრება, რადგან ყოველთვის მიჭირდა მოსწავლეთა შეფასება (უფრო სუბიექტური ვიყავი), შეძენილი ცოდნის საფუძველზე ვფიქრობ უკეთესად წარვმართავ საგაკვეთილო პროცესს, უკეთ დავაკვირდები მოსწავლეებს, გავაკეთებ ჩანაწერებს... ძალიან მომეწონა და მეადვილა, მოსწავლეთა ნაწერების სქემების შესაბამისად გასწორება.  
     ჩემთვის საინტერესო იყო ამ ჯგუფთან მუშაობა, რადგან აქ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.
     დიდი სიამოვნებით გავივლიდი ისევ ტრენინგს შეფასებასთან დაკავშირებით. 

17/04/2013